კონფიდენციალურობის პოლიტიკა
სამომხმარებლო შეთანმხება წინამდ
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
პერსონალური ინფორმაციის გამოყენება
წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით „სპორტვროლდ“-ის არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც “sportworld“ მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირება
ჩვენ, „სპორტვორლდ“-ის გუნდი, გპირდებით, რომ:
- ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
- არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
- ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
ვებგვერდზე რეგისტრაციისას (ასევე შეკვეთის განხორციელებისას), საიტზე განთავსებული სამომხმარებლო წესების და პირობების გაცნობითა და თანხმობით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით საიტზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თქვენ ასევე ადასტურებთ რომ, მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა
კლიენტის მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდების შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია სიახლეებისა და განსაკუთრებული ფასდაკლებების შეთავაზების მიზნით ინახავდეს/ამუშავებდეს აღნიშნულ მონაცემებს, რომელიც კანონმდებლობისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მხოლოდ მითითებული მიზნისათვის (პირდაპირი მარკეტინგი) და მომსახურების გასაწევად გამოიყენება.
თქვენ უფლებამოსილებას ანიჭებთ „სპორვორლდ"-ს და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენი კომპანიის მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენს შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის, პირდაპირი მარკეტინგული, ასევე საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის. თქვენ აგრეთვე თანხმობას აცხადებთ დამუშავებული/მოპოვებული პერსონალური მონაცემები (მათ შორის "ქუქი" ("Cookie") ფაილები) საჭიროების შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე “sportworld"-მა გადასცეს მესამე პირებს. ამასთანავე, მესამე პირთა მიმართ ასევე მოქმედებს მკაცრი კონფიდენციალობის პოლიტიკა.
ე.წ. "ქუქი" ("cookie") ფაილების გამოყენების პოლიტიკა
ჩვენი ვებ-გვერდის მოხმარებით თქვენ მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად აცხადებთ თანხმობას დამუშავდეს, მოგროვდეს და გაზიარდეს თქვენი ინფორმაცია "cookie" და სხვა მსგავსი ტექნოლოგიით. ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების დაწყებამდე, ჩვენ უნდა მივიღოთ თქვენგან თანხმობა "cookie" ფაილების გამოყენების შესახებ. თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების გაგრძელება მიიჩნევა თანხმობად "cookie" ფაილების გამოყენებასთან დაკავშირებით.
"cookie" არის მცირე ზომის მონაცემი, რომელიც იგზავნება ვებ-გვერდის სერვერიდან მომხმარებლის პერსონალურ კომპიუტერზე, მობილურ ტელეფონზე, ტაბლეტზე ან სხვა სახის ელექტრონულ მოწყობილობაზე და ინახება ამ მოწყობილობის მყარ დისკზე. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებისთვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებისას. ბევრ სხვა სასარგებლო დატვირთვასთან ერთად, იგი საშუალებას იძლევა შეინახოს და გადაამუშავოს ინფორმაცია მომხმარებლის და მისი მოწყობილობის ქცევის შესახებ, შენახული ინფორმაციის მეშვეობით ამოიცნოს მომხმარებელი და გააუუმჯობესოს შეთავაზებული სერვისი.
შესაბამისად, ჩვენი ვებ-გვერდის მიერ "cookie" ფაილების გამოყენების მიზანს წარმოადგენს მომსახურების გაუმჯობესება, ონლაინ შოპინგის მომხმარებლისათვის გამარტივება და ვებ-გვერდის სტატისტიკური მონაცემების მიღება.
ჩვენი ვებ-გვერდი არ იყენებს "cookie" ფაილებს მომხმარებლების შესახებ პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუმცა, გარკვეული დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება იყოს პირადი მონაცემი. მოგროვებული მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა. აღნიშნულთან დაკავშირებით გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ჩვენ მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და კონფიდენციალურად დაცვის პოლიტიკას.
თუ გსურთ, შეზღუდოთ "cookie" ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე, შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლა, აღნიშნულის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბრაუზერის ფუნქციას "პარამეტრები". თქვენი ტექნიკური მოწყობილობის ბრაუზერიდან "cookie" ფაილების წაშლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ მოწყობილობების მომხმარებლის სახელმძღვანელო. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით "cookie" ფაილებს.
სხვა წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და სპორტვორლდ-ის - „სპორტვორლდ“ (შემდგომში „კომპანია“ ან sportworld.ge) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ sportworld.ge ვებ-გვერდიდან მიტანის სერვისის გამოყენებას.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
sportworld.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით sportworld.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
sportworld.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით sportworld.ge-ს ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას.
ყველა კლიენტი , რომელსაც სურს sportworld.ge-ზე აირჩიოს ნივთი და ადგილზე მიტანის სერვისით ისარგებლოს, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. sportworld.ge -ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე.
- ტერმინთა განმარტება
1.1. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
გამოყენების წესები - აღნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ კლიენტისა და გამყიდველის ურთიერთობის გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე;
ვებ-გვერდი - sportworld.ge-ს ან ფეისბუქის გვერდს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება;
კლიენტი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს sportworld.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეიძინოს პროდუქცია;
კომპანია სპორტვორლდ-ს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მომხმარებელი, მომხმარებლები - კლიენტი, რომელიც sportworld.ge-ზე, ფეისბუქ გვერდზე ან sportworldgeorgia@gmail.com ზე რეგისტრაციის გზით ეთანხმება წინამდებარე წესებს ან/და აწარმოებს კომუნიკაციას კომპანიასთან;
მხარეები - კომპანია და მისი მომხმარებლები ერთობლივად;
sportworld.ge პლატფორმა - სპორტვორლდ-ს, მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც საკომუნიკაციოდ მოიცავს ფეისბუქის გვერდსაც;
ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
ხელშეკრულება - მომხმარებლებსა და sportworld.ge-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
- განცხადებები და გარანტიები
2.1 წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
2.2. არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან სრულწლოვანი ფიზიკური პირი.
2.3. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს sportworld.ge-ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
2.4. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;არაუფლებამოსილი პირის მიერ პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი თავად მიიჩნევა შემძენად (მომხმარებლად).
2.5. გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
2.6. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
2.7. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
2.8. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
2.9. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული sportworld.ge-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ sportworld.ge-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
2.10. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებს;
2.11. თანახმაა, შეკვეთის დაფიქსირებიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე ლეგიტიმური მიზნით, sportworld.ge-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი აუცილებელი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.
2.12. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს info@sportworld.ge-ზე ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
2.13. sportworld.ge ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია sportworld.ge-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
- sportworld.ge-სა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება
3.1. კლიენტს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას..
3.3. კომპანია მომხმარებლებს უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით.
3.4. მყიდველი sportworld.ge-სთან ანგარიშსწორებას ახდენს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ქართული VISA ან MASTERCARD-ის გამოყენებით.
სამუშაო საათები/Working Hours
10:00-19:00
ებარე დოკუმენტი (შემდგომში - პოლიტიკა) წარმოადგენს ინდმეწარმე შორენა სამთელაძე (პ.ნ 60001077258)) (შემდგომში - კომპანია) პოლიტიკას, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების მოპოვების, დამუშავებისა და დაცვის პრინციპებს და მექანიზმებს. პოლიტიკის მიზანია: 1) კომპანიის მიერ მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა; 2) პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოდა; 3) პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის დებულებების დაცვა. მომხმარებელი კომპანიის კუთვნილ მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის დროს, შესაბამისი ველების შევსების გზით, კომპანიას ნებაყოფლობით გადასცემს შემდეგ პერსონალურ მონაცემებს: კომპანიისათვის პერსონალური მონაცემების გადაცემის შემდეგ, მათში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში მიაწოდოს კომპანიას ინფორმაცია აღნიშნული ცვლილებების თაობაზე. კომპანია მომხმარებლებისგან პერსონალურ მონაცემებს იღებს და ამუშავებს მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა და მათთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევის მიზნით. კომპანია პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით: კომპანიის მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება კომპანიასა და მომხმარებელს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პერიოდში. კომპანიასა და მომხმარებელს შორის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, კომპანია აარქივებს მომხმარებლის შესახებ პერსონალურ მონაცემებს და ინახავს მათ არანაკლებ 3 (სამი) წლის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიას მოსთხოვოს მის შესახებ დაცული პერსონალური მონაცემების განადგურება. მომხმარებლის მიერ პერსონალური მონაცემების განადგურების მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია გაანადგუროს აღნიშნული მომხმარებლის შესახებ არქივში დაცული პერსონალური მონაცემები. ამასთან, კომპანია უფლებამოსილია არქივში გააკეთოს ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ მომხმარებლის შესახებ დაცული პერსონალური მონაცემები განადგურდა ამავე მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია: კომპანიის უფლებამოსილი პირი/შესაბამისი თანამშრომელი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნით. დაუშვებელია უფლებამოსილი პირის მიერ ნებისმიერი სხვა მიზნით მონაცემთა შემდგომი დამუშავება. დაუშვებელია, უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა დამუშავების უფლება გადასცეს სხვა პირს კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის (დირექტროის) თანხმობის გარეშე. მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, მონაცემთა დასაცავად მიიღებს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები. კომპანია ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავებას. კომპანია უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების სტრუქტურიზებას და მათ დალაგებას კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით (ფაილური სისტემა). კომპანია ვალდებულია თითოეულ ფაილურ სისტემასთან დაკავშირებით აწარმოოს ფაილური სისტემის კატალოგი და აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია: კომპანიის მიერ მოპოვებული/მომხმარებლისგან მოწოდებული პერსონალური მონაცემები ინახება ელექტრონული ფორმით, კომპანიის იმ მობილური აპლიკაციის სისტემაში, რომელშიც რეგისტრირდება მომხმარებელი (შემდგომში - სისტემა). სისტემაში არსებულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვს კომპანიის შესაბამის თანამშრომელს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემების საიდუმლოება, მათ შორის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ. კომპანია უფლებამოსილია, მისი უფლებების დასაცავად, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გადასცეს იმ მესამე პირებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ კომპანიის უფლებების დაცვის პროცესში, მაგალითად: ადვოკატს, ექსპერტს და ა.შ. კომპანია უფლებამოსილია, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გადასცეს იმ კონტრაქტორს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გასაწევი მომსახურების ხელშეწყობას, მაგალითად: საკურიერო მომსახურების განმახორციელებელი კომპანია. კომპანიის მიერ მომხმარებლების პერსონალური მონაცემების მესამე პირთათვის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია გადაცემის მიზნებისთვის. კომპანიის მიერ ზემოაღნიშნული მესამე პირებისათვის პერსონალური მონაცემების გადაცემის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების მიმღები მესამე პირებისათვის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების დაკისრება. პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია მოახდინოს შემდეგი ინფორმაციის შენახვა: რა სახის პერსონალური მონაცემები გადაეცა მესამე პირებს; ვის გადაეცა პერსონალური მონაცემები; როდის და რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა პერსონალური მონაცემების გადაცემა. აღნიშნული ინფორმაცია უნდა ინახებოდეს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მათი შენახვის ვადის განმავლობაში. წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.